ისინი რომ არა... მთავარი ქალები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებაში

ისინი რომ არა... მთავარი ქალები კარლ ლაგერფილდის ცხოვრებაში
ეპოქა დასრულდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდებული დიზაინერი - კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. ის გახლდათ კრეატიული დირექტორი ბრენდისა - Fendi და საკუთარი ბრენდის - Karl Lagerfeld-ის, რაც ყველაზე მთავარია – კარლი 1983 წლიდან ედგა სათავეში მოდის სახლ Chanel-ს.



ლაგერფილდმა გრძელი გზა განვლო. ხვდებოდა ულამაზეს ადამიანებს, მაგრამ არსებობს ისეთებიც, ვინც მის გულში სამუდამოდ დარჩნენ.
გავიხსენოთ ქალები (და არამხოლოდ), რომლებიც დიზაინერს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში შთააგონებდნენ.

ანა ვინტური

ამერიკული Vogue-ის დირექტორის და ცნობილი დიზაინერის მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც
Fendi-ში მუშაობდა. ლაგერფილდმა ერთხელ The Times-თან ინტერვიუში თქვა: «ის სამართლიანია. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. კი − არის კი, არა − არის არა».

ვანესა პარადი

ფრანგი მსახიობი და მოდელი კარლის შთაგონების წყარო იყო. კარლი მასთან მუშაობას უდიდეს სიამოვნებას ეძახდა.

კირა ნაიტლი

მსახიობში კარლმა კოკო დაინახა. ამიტომ ითამაშა მან შანელი ფილმში «Once upon a time». ლაგერფილდმა თავის მუზაზე თქვა: «კირა გენიალურია, არა? უბრალო - ურთიერთობაში, ამასთან ერთად, იცის, როგორ დაიჭიროს თავი და იცნობს ყველას, ვისაც უნდა იცნობდეს».

კლაუდია შიფერი

სწორედ კარლმა დაინახა კლაუდიას პოტენციალი და სამოდელო ბიზნესში შემოიყვანა. კარლი ყოველ ინტერვიუში ამბობდა, რომ „შიფერი ულამაზესი ქალია და შეუძლია ბრენდ Chanel-ის ესთეტიკა გადმოსცეს ისე, როგორც არავინ“.

კარა დელევინი

მოდელმა დიზაინერი თავისი სიუხეშით მოხიბლა. კარლმა კარას „მოდის სამყაროს ჩარლი ჩაპლინი“ უწოდა. მასში მთავარი - მოძრაობაა. სხვა გოგონები აღმერთებენ მას და ოცნებობენ, მისნაირი თავისუფლები იყვნენ“.

შუპეტი

შუპეტი დიზაინერის მთავარი მუზა იყო. ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სიამოვნებით დაქორწინდებოდა თავის კატაზე.



წყარო: peopletalk.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93