კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი კოლექცია

კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი კოლექცია
"შანელის" მოდის სახლის ჩვენებები ყოველთვის ინტრიგად რჩებოდა. კარლ ლაგერფელდი ყოველთვის ახერხებდა თავისი კოლექციების ჩვენებებითა და ლოკაციებით მოდის სამყაროს გაოცებას. მან ზუსტად იცოდა, თუ რა სჭირდება ქალს სილამაზისა და ბედნიერებისთვის. უკანასკნელმა კოლექციამ უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც ეძღვნებოდა ლეგენდარულ დიზაინერს.
უკანასკნელი კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობა მიიღეს კარლ ლაგერფელდის მუზამ, კარა დელევინმა, უახლოესმა მეგობარმა პენელოპე კრუზმა. მოწვეულ სტუმრებს შორის კი იყვნენ ნაომი კემპბელი, მონიკა ბელუჩი და არაერთი ცნობილი სახე, რომლებმაც ჩვენების დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი დიზაინერის ხსოვნას.

ჩვენება გახსნა
ლეგენდარული დიზაინერის მუზამ - კარა დელევინმა, რომელმაც "შანელის" ქუდითა და სამკაულებით გაწყობილი შავ-თეთრი კოსტიუმი მოირგო.

ეთნიკური პრინტებით იყო გაწყობილი ნაქსოვი კარდიგანები, კაბები და ქვედაბოლოები.


ყველა დიზაინერი ალაპარაკდა შემოდგომა-ზამთარი 2019-ის მოდურ ტენდენციაზე, რომელიც შავ-თეთრ ფერებში იქნება გაწყობილი.


თუმცა არც მკვეთრი ფერები დარჩა დიზაინერს ყურადღების გარეშე, რომელიც უდავოდ ლამაზად და საკმაოდ ქალურად გამოიყურება.


მონოქრომული ფერებიც აქტუალობას არ კარგავს. მეტიც, ისინი ძალიან უხდება მკვეთრ ტანსაცმელს.


მთის თემასთან დაკავშირებით დიზაინერმა კაბებზე მოთხილამურეების პრინტები და ველოსიპედები გადაიტანა.

საკმაოდ უცნაური ფორმის ქალბატონების მანტომ დიდი ყურადღება მიიქცია, უჩვეულო ფორმიდან გამომდინარე.


ჩვენება დაასრულა საღამოს ტანსაცმელმა, რომელიც გაწყობილი იყო შავ-თეთრ ფერებში, ნახევრად გამჭვირვალე ბლუზებითა და კომბინიზონებით.

განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იყო საღამოს კოქტეილის კაბები, რომლებიც ბუმბულით და მაქმანებით ჰქონდა გადაწყვეტილი დიზაინერს.

მოდის ინდუსტრია ვარაუდობს, რომ კიდევ არაერთი წელი იქნება მოდაში ლეგენდარული კარლ ლაგერფელდის უკანასკნელი კოლექცია. ასე რომ, თამამად შეაჩერეთ არჩევანი თეთრ ფერზე და მოიმარაგეთ „ბატისნაფეხურებიანი“ მოსაცმელები და ტვიდის კოსტიუმები.


წყარო:takprosto.cc
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნათია
საოცარი კოლექციაა
13:10 / 21-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31