როგორ იცვლებოდა ანუკი არეშიძე წლების მანძილზე (ფოტო/ვიდეო)

როგორ იცვლებოდა ანუკი არეშიძე წლების მანძილზე (ფოტო/ვიდეო)
დიზაინერი ანუკი არეშიძე განსხვავებული იმიჯით გამოირჩევა. ის ხშირად ირგებს კლასიკურ სამოსს, რომელსაც დაბალქუსლიან ფეხსაცმელსაც ოსტატურად უხამებს. საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა წლების წინ და ახლა.
ის საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა და ყველაზე ხშირად მაინც თმის ვარცხნილობას იცვლიდა.
თავიდან დიზაინერს შედარებით მუქი ფერის ქერა თმა ჰქონდა, რომელიც ხორბლისფერში გადადიოდა. შემდეგ კი მოვარდისფრო ტონალობაც მოსინჯა.

ასე გამოიყურებოდა დიზაინერი უმაკიაჟოდ. აღსანიშნავია, რომ ანუკი ახლაც სადა მაკიაჟის მოყვარულია. წითელი ფერის ტუჩსაცხთან კი მინიმალურ, ნაკლებად მკვეთრ ტონებს იყენებს.

როგორც ხედავთ, ანუკის შავი
ფერის თმაც ჰქონდა. ერთხანს თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, რასაც არც ახლა ღალატობს, თუმცა იყო პერიოდი, როცა გრძელ ქერა თმას ინტენსიურად ატარებდა.



რამდენჯერმე ტალღოვანი ეფექტიც სცადა, რამაც აშკარად გაამართლა.

ახლა დიზაინერის ცხოვრებაში ის ეტაპია, როცა ფერფლისფერში გარდამავალ სწორ, ქერა თმას ანიჭებს უპირატესობას.

წლებთან ერთად ანუკი კიდევ უფრო დაიხვეწა. მისი ჩაცმის სტილი მოდური ელემენტებით შესამჩნევად გამრავალფეროვნდა და კლასიკურ, ფერადი დეტალებით გაფორმებულ სამოსს იმაზე ხშირად იცვამს, ვიდრე უწინ.

"ინსტაგრამზე" საკმაოდ აქტიურია და ხშირად გვთავაზობს მის მიერ შექმნილ ახალ სამოსს, თავის ლუქებს და მოდურ საინტერესო ფოტოებს.


და თქვენ რას იტყვით, ანუკის ახლანდელი იმიჯი უფრო მოგწონთ თუ ძველი?
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ლიზა
ყველა ეტაპზე საყვარელია
10:48 / 21-03-2019
გამოხმაურება / 1 /
ნნნნ
მე ძველიც და ახალიც ძალიან მომწონს
15:52 / 21-03-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი