დიზაინერი ანუკი არეშიძე თავის "ინსტაგრამგვერდზე" ახალი ბაფთების კოლექციას აანონსებს, რომელთა შეძენაც უკვე მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ „ANOUKI STORE“-ში არის შესაძლებელი, მათ შორის, საქართველოშიც.
ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის ნამუშევრებში, როგორც ყოველთვის, შავი ფერი დომინირებს, რომელსაც ანუკიმ მოარგო წლევანდელი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით თვლები, სტრაზები, მარგალიტები და მძივები.
სურათს კი დიზაინერმა მიაწერა: „მიყვარს ჩემი თმის ბაფთები! თითოეული მათგანი უნიკალურია და განსაკუთრებული! თქვენ შეგიძლიათ მათი მეშვეობით გამოიყურებოდეთ ლამაზად და ქალურად, ხოლო შეძენა ჩვენს ლამაზ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი."
წყარო:Instagram