ბერძნული ქალღმერთები პოდიუმზე: როგორ ჩაიარა „Dolce & Gabbana Alta Moda“-ს ჩვენებამ სიცილიაში

ამ სეზონზე დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ თაყვანისმცემლები მოაგროვეს „Dolce & Gabbana Alta Moda“-ს ჩვენებაზე სიცილიაში, „Valle dei Templi“-ზე ქალაქ აგრიჯენტოში.
Как прошел показ Dolce & Gabbana Alta Moda на Сицилии
იმპროვიზებული პოდიუმი პარფენონის ანალოგი იყო, რომელზეც მოდელები ოქროსფერი სამკაულებითა და კაბებით, ნაქარგებით და პრინტებით დადიოდნენ. ინსპირაცია რენესანსის დროის კაბები გახლდათ.

დომენიკოსა და სტეფანოსთვის ჩვენება ძველ დროში დაბრუნებას უდრიდა: სწორედ სიცილიაში - ტაორმინეში 2012 წელს დაფუძნდა ბრენდი „Alta Moda“.

მაქსიმალიზმის მოყვარულები ყველაფერში, დიზაინერებმა აჩვენებს 125 ლუქი, რომელთა შორის იყვნენ ძველი საბერძნეთისა და რომის ქალღმერთები, აბრეშუმის კაბებში.
კოლექციაში ადგილი ელიზაბეტ ტეილორის ლუქსაც ჰქონდა - „კლეოპატრა“ 1963 წლიდან.

ზოგიერთი კაბა მთლიანად აბრეშუმით იყო გაწყობილი, ოქროს ძაფებით ამოქარგული ფიგურებით, ხოლო ქვედაბოლოებზე ჟაკ-ლუი-დავითის ხელოვნების რეპროდუქცია იყო გამოყენებული.

იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ დრამატიზმი, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ მოიწვიეს მუსიკალური ორკესტრი ქალების შემადგენლობით, ნიმფების კაბებში გამოწყობილი ძველ რომაულ სტილში. როგორც დიზაინერმა დოლჩემ აღნიშნა, ეს ჩვენება არის უახლოესი ნახევარი წლის ინსპირაცია, ხოლო შოუ - ოცნება, რომელიც სისრულეში მოიყვანა.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93