წინა დღეებში დიზაინერმა ანუკი არეშიძემ პარიზში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
გამომწერებს უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩენიათ ის ფაქტი, რომ მას ჩვეულ სტილთან შედარებით უფრო სადა სამოსი ეცვა.
მსგავსი ფაქტურის კაბებს ყვავილების ნაზი პრინტი და პატარა ღილები უფრო ჰაეროვანს ხდის.
ყურადღება უნდა მივაქციოთ დეტალებს. უნდა ვეცადოთ, რომ მასიურ ყელსაბამზე უარი ვთქვათ, თუ არჩევანს მოზრდილ ბეჭედზე შევაჩერებთ.
ღია ფერებში გადაწყვეტილ სადა კაბას, რომელსაც ახლა ხედავთ, წილად დიდი მოწონება ხვდა.
აი, როგორ გამოეხმაურნენ ამ ჩაცმულობას "ინსტაგრამგამომწერები":
"ასეთი სადა უფრო სექსუალური და ლამაზი ხარ",
"ლუვრიდან გადმოსასვლელი ხიდი. მიყვარს პარიზი და შენ კიდევ ულამაზესი ხარ",
"სამყაროს უხდები",
"სილამაზის ფორმულა ხარ. უდავოდ მშვენიერი და ნაზი"...
ამ სეზონზე მოწნული ჩანთები ტრენდული და სასურველია, რაც ანუკის გარდერობსაც დაეტყო.
იხილეთ დიზაინერის პარიზული ფოტოები: