ანუკი არეშიძის გამომწერებს უკვე რა ხანია შემჩნეული აქვთ, რომ დიზაინერს ყვავილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია.
მის "ინსტაგრამზე" ყვავილებთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად შეხვდებით. ერთ-ერთი ახალი ფოტოც იმას მოწმობს, რომ დიზაინერი ამ მხრივაც სინაზის და ორიგინალურობის მოყვარულია.
ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ახალი ფოტო, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: "Anouki’s flowers shop".
შესაბამისად, გამომწერების მხრიდან მილოცვამაც არ დააყოვნა. შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერის ფოტო ქალბატონებმა აიტაცეს. აი, რას წერენ ისინი:
"გილოცავ. რა მშვენიერია, წარმატებები.", "ყველაზე მეტად შენ ამშვენებ გარემოს", "ფერია ხარ ანუკი, ნაზი და ლამაზი"...
დიზაინერი მინიმალიზმის მოყვარულია, რასაც ამ ახალი ფოტოებიდანაც შენიშნავთ: