ქეთა თოფურიას ქუჩის სტილი და დეტალები პირად ცხოვრებაზე (ფოტო/ვიდეო)

ქეთა თოფურიას ქუჩის სტილი და დეტალები პირად ცხოვრებაზე (ფოტო/ვიდეო)
ქეთა თოფურიას ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდია. მის პირად ურთიერთობაზე უკვე ნაკლებად ჭორაობენ, თუმცა პრესაში გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ორსულადაა და თავისუფალ კაბებსაც ამიტომ იცვამს.
მომღერლის გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მან სტილი რადიკალურად შეიცვალა.

მართლაც, ქეთა ადრე თავისუფალი სტილის შარვლებს ნაკლებად სწყალობდა, ახლა კი პირიქით, სწორედ ასეთი იმიჯით მოგვევლინა.
ამბობენ, რომ ქეთაზე დიდი გავლენა იქონია ადამიანმა, რომელიც ახლა მის გვერდითაა. ლევ ძენგოვმა საყვარელ ქალს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცა და როგორც "ინსტაგრამის" სთორიდან ჩანდა, მთელი სახლი ყვავილებით აუვსო. 

წყვილი სამოგზაუროდ ხშირად დადის, თუმცა გრაფიკი ამაში ზოგჯერ ხელს ნაკლებად უწყობთ.
მათი მოგზაურობა ალპებში თავიდანვე განხილვის საგნად იქცა, რადგან გამომწერებმა კრიტიკულად შეაფასეს ფოტო, რომელიც საშიშად მიიჩნიეს.

პოპულარული მომღერალი საგაზაფხულო სამოსს ტრენდების შესაბამისად ირჩევს, რაც ამ ახალი ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
მოცემულ ფოტოზე მოდელ თაკო ჩხეიძის მიერ შექმნილ სამეულს ხედავთ. 2020 წელს ჭაობისფერი მწვანე მოწოდების სიმაღლეზეა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, რადგან ქეთა ქართველ დიზაინერებს ნამდვილად პატივს სცემს. ფაქტია, რომ თავისი მეგობრის, ბიჭოლას მიერ შექმნილ კაბებსაც ხშირად ატარებს.
ქეთამ გარკვეულ ექსპერიმენტებსაც მიმართა და განსხვავებული მაკიაჟითაც მოგვევლინა. აქამდე ის სადა მაკიაჟს ამჯობინებდა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93