90-იანი წლების გამოძახილი: ანუკი არეშიძის ჩაცმულობის მთავარი შტრიხები

90-იანი წლების გამოძახილი: ანუკი არეშიძის ჩაცმულობის მთავარი შტრიხები
ანუკი არეშიძის სამოსი განხილვის საგნად არაერთხელ ქცეულა. მისი "ინსტაგრამი" სავსეა ტრენდული იდეებით და ცხადია, ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

დიზაინერმა ცოტა ხნის წინ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დააწერა: "Burda style 90’s".
მას შავი სამოსი აცვია, შავ სათვალეს კი მუქი ფერის პატარა ზომის ჩანთა შეუხამა.

ანუკის პოსტს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე ასე გამოეხმაურა: "შენ დაბადებული არ იყავი, როცა მთელი ქვეყანა ბურდა ჟურნალის შესაძენად გადამყიდველი იყო საჭირო. ეს იყო ერთადერთი ტრენდული სამისის კონსტრუირების წყარო".
დიზაინერმა რამდენიმე დღის წინ საკმაოდ საინტერესო აქსესუარის
ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დედამ აჩუქა.

80-90-იანი წლები, შეიძლება ითქვას, რომ ინსპირაციის წყაროა, რადგან იმ დროს მსგავსი შტრიხები, რასაც ანუკის სამოსი მოიცავს, პოპულარობის ზენიტში იყო.
ამით იმის თქმა გვსურს, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ წლების წინ არსებული დეტალები მრავალჯერ დაბრუნდეს, გარდაიქმნას, გამოცოცხლდეს და ახალი სახე მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურია.

გამომწერები თამამად აღიარებენ, რომ მათი აზრით, ანუკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი დიზაინერი ქალბატონია.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93