მარიამ გვასალიას შესახებ არსებობს რაღაც აუხსნელი რამ, რაც გაგიტაცებთ და თქვენში ღრმად შემოაღწევს. მასში იმალება ძლიერი, მგრძნობიარე, საოცარი ნიჭით დაჯილდოებული შთამბეჭდავი მხატვარი. დიზაინერი წარმოუდგენელი ნიჭით... ის ნამდვილი მეზღაპრეა, რომელიც სიტყვების ნაცვლად იყენებს ქსოვილებსა და გეომეტრიას ჯადოსნური სილამაზის მოსათხრობად. მას საოცარი უნარი აქვს, შეიგრძნოს და შექმნას სილამაზე. მარიამი ნამდვილი ესთეტია. როცა ერთხელ ნახავ მის ნამუშევარს, გეხსნება მადა, გინდება, ნახო უფრო და უფრო მეტი (Vogue).
რა ხდის მარიამ გვასალიას გამორჩეულს? ის თვითნასწავლი დიზაინერია, რომელსაც არასდროს უვლია მოდის კურსებზე, თუ არ ჩავთვლით იმ ორ თვეს, რომელიც მილანში, IED-ში გაატარა წლების წინ. ის არასდროს ცდილობს, ვინმეს მიბაძოს, ყოველთვის ინდივიდუალიზმის მომხრეა და სწორედ ამიტომაა მისი ნამუშევრები უნიკალური. ის ყოველთვის ცდილობს, თავისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი იყოს განსხვავებული სტილის.
დაათვალიერეთ დიზაინერის ფეხსაცმელების საშემოდგომო კოლექცია, რომელიც ვესტერნის სტილშია შექმნილი.
ფოტო: instagram