დავით კომას 2021-ის პირველი ლუქები

დავით კომას 2021-ის პირველი ლუქები
დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ იგივე დავით კომამ 2021 წლის პირველი კოლექციის ფოტოები გაამოაქვეყნა. დავით კომა ლონდონში საერთაშორისო აღიარებულ ცნობილ მოდელებთან და მსახიობებთან თანამშრომლობს და მის ახალ ლუქებს საზოგადოება მოთმენლად ელოდა.

ნახეთ, კომას 2021-ის პირველი ლუქები:




დავით კომამ 2021 წლის ლუქები მკვეთრი, ნეონისფერი მწვანე ფერით დაიწყო და საზოგადოებას ბიუსჰალტერზე მორგებული პიჯაკი შესთავაზა. ამ წლის ტრენდულ აქსესუარში კომამ მასიური, კრისტალებით გაწყობილი თავსაბნევიც შემოიტანა. 


ნეონისფერ პიჯაკთან ერთან შავი ფერის მსგავსი სამოსიც შექმა კომამა 2021-სთვის. პიჯაკს ქვედა კუთხეში კრისტალებით შექმნილი დეტალები ამშვენებს.



წელს დავით კომას მოდელებზე ბევრს
სიკაშკაშეს, ბუმბულებსა და სითამამეს შეამჩნევთ. ქვედაბოლოზე გადაცმული ბოდე ბუმბულებიანი დეტალითა და ბარხატის ხელთათმანებით, ესეც 2021 წლის ერთ-ერთი მოდელი. 


კვლავ ბუმბულები კომას სამოსზე და ელეგანტური საღამოს კაბა. 


გამჭვირვალე სამოსი ამ წელს გამორჩეულად ტრენდული იქნება და ეს კომას კოლექციაში კარგად ჩანს. დიზაინერს ნეონისფერი მწვანე და აქტიური, კაშკაშა ფერები თამამად აქვს გამოყენებული. 


ელეგანტური საღამოს კაბა მხარზე მოხსნილი, ტრაპეცია ყელით. 2021 წლის პირველი ფოტოსესიისთვის კომას წყალი და ბუნება აურჩევია, ეს სტილი კიდევ უფრო კვეთავს მის გემოვნებასა და თოთოეული სამოსის სიყვარულს.


კიდევ ერთი საღამოს კაბა, კრემისფერ ფერში საოცრად დახვეწილია. კაბის ქვედა ნაწილი, ფეხზე ჩახსნილი დაბოლოება და წვრილი ბრეტელები კიდევ უფრო ალამაზებს სამოსს. 


რამდენიმე წუთის წინ ამის მსგავსი მოდელი ვნახეთ, ახლა კომას მოდელს ბოდე მოკლე ქვედაბოლოსა და უბუმბულო ზედატანზე აქვს მორგებული.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93