4 შვილის დედა, თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი და ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქალბატონი - ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებში დიდი სიყვარულით სარგებლობს. დიზაინერი დამოუკიდებლად მართავს პერსონალურ სოციალურ ქსელს და ხშირად უპასუხოდაც არ ტოვებს გამომწერებს. გარდა ამისა, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო აქციებსა და ღონისძიებებში, რომლებსაც ასევე თავად ხელმძღვანელობს.
ერთ-ერთი ბოლო აქტივობა კახეთის რეგიონში სოციალურად დაუცველ ოჯახებთან სტუმრობა და საახალწლოდ ფერიის როლის მორგება აღმოჩნდა. ანუკი სისტემატურად ეხმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებითა და აუცილებელი ნივთებით. თუმცა ამჯერად დიზაინერმა, როგორც ჩანს, თავისი ერთგული გამომწერებიდანაც ერთ-ერთის გახარება გადაწყვიტა და კომენტარზე, თუ როგორც მოსწონდა დიზაინერზე კონკრეტული კაბა, ანუკიმ გოგონას მისთვის სასურველი ზომა ჰკითხა, რადგან საჩუქრად გაგზავნა გადაწყვიტა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მე და ჩემი სკოლის მეგობრები" - ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე 2008 წელს (ფოტო)
"მოვიწყინე... დიდი შოკოლადი ანუკიმ შეჭამა" - ნახეთ, რას ჰყვება უსაყვარლესი ნიკოლა კალაძე
"დამეხმარეთ, ავარჩიო ლამაზი სახელი ჩემი პრინცესასთვის" - ანუკი არეშიძეს ოჯახის ახალი წევრი ჰყავს
ანუკი არეშიძის საახალწლო ლუქები, როგორ კლასიკურ კაბებს ირჩევს დიზაინერი (+ფოტოები)