დიზაინერი ამ ეტაპზე მინიმალისტურ აქსესუარებზეა გადართული.
უნდა აღინიშნოს, რომ ნაზ, სადა აქსესუარებს მისი გამომწერები ყოველთვის დადებითად ეხმაურებიან და აღფრთოვანებას გამოხატავენ.
ბოლო დროს ანუკი არეშიძის გარდერობში მუქი ფერები ჭარბობს.
ის ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს, როცა საქმე ჩაცმულობას ეხება.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც განსხვავებული იმიჯი აქვს მორგებული. „ბებია შავებში“ - მიაწერა ხუმრობით ფოტოს.
ხუმრობას გამომწერებიც აჰყვნენ და გამოეხმაურნენ: „მოგვწონს ეს თანამედროვე „ბაბუშკა“„ „რა ლამაზი ბებოა“, „სუპერ ლამაზი ხარ ამ სტილის სამოსშიც“...
ანუკის განსაკუთრებულად უყვარს ფეხსაცმელებისთვის ცალკე კადრების გადაღება, რაც საკმაოდ საინტერესოდ გამოსდის.
ამ სეზონზე უპირატესობას ანიჭებს როგორც სპორტულ, ისე კლასიკური სტილის, დახვეწილ ფეხსაცმელებს.
ამ შემთხვევაში აქცენტი ოქროსფერ ფერზე კეთდება, იმის მიუხედავად, რომ შავი ფერი დომინირებს.
მსგავსი დიზაინი ყოველთვის მომგებიანია, რადგან სამოსის შეხამების დროს უფრო მეტ არჩევანს გვიტოვებს.
სამოსი სპორტული შტრიხებით- დიზაინერის არჩევანია. მას უყვარს, როდესაც შტრიხები და დეტალები განასხვავებს.