მხატვარმა ენდრიუ ლევიცკიმ ფრანგული ბრენდის, Louis Vuitton-ის თაყვანისმცემლებისთვის ორიგინალური გაჯეტი შექმნა.
ეს გახლავთ ვაფლის გამოსაცხობი, ტეფლონის ზედაპირით, რომელზეც სამოდელო სახლის ლეგენდარული მონოგრამაა გამოსახული.
სამზარეულოს ამ ნივთის შეძენა ჯერჯერობით შეუძლებელია. Louis Vuitton-მა არ მისცა უფლება ლევიცკის, ვაფლის საცხობი მასიურ წარმოებაში ჩაეშვა.
მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ბრენდის მფლობელი მალე შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და საოცნებო ინიციალები LV არა მარტო მოდის მიმდევარი ქალბატონების გარდერობებში, არამედ მათ სამზარეულოშიც აღმოჩნდება.