დიზაინერი მაკა კვიციანი ფართო საზოგადოებამ კულინარიული შოუ „მასტერშეფიდან“ და პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო, სადაც მან ჟიურის ამპლუა მოირგო. მაკა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს. ის ბრენდ „დალოდის“ შემოქმედებითი ხელმძღვანელია.
მაკა კვიციანის ფოტოები სოციალურ ქსელში ხშირად დიდ მოწონებას იმსახურებს. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მაკა ყოველთვის იდეალურად გამოიყურება. გამონაკლისი არც მის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრებია: „ცეცხლი ხარ“, „იდეალური ქალი“, „ღმერთო, სიტყვები არ მყოფნის...“ - წერენ „ინსტაგრამზე“.