დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს პირად და ოჯახურ ფოტოებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის უმცროსი ვაჟი ნიკოლასი იმსახურებს.
ამჯერად განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში თავად ანუკი მოექცა. მისმა საახალწლო „ლუქმა“ და ულამაზესმა საღამოს კაბამ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „ბარბის თოჯინას ჰგავხარ, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი“, „რა საოცარი გოგო ხარ“, „ელეგანტური, დახვეწილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“.