დიზაინერები არ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტანსაცმელს, ისინი ასევე ქმნიან ოცნებებს. ახლა კი გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და გასაოცარ დიზაინერებს, რომლებმაც შექმნეს მოდის ინდუსტრია. მაშ ასე, დავიწყოთ:
კელვინ კლეინი
ეს არის ყველაზე პოპულარული და აღიარებული ბრენდი ხალხის მიერ. იგი დაარსდა 1968 წელს. ბრენდის სახელწოდება მისი დამფუძნებლისგან გამომდინარეობს. ბრენდმა საქმიანობა ნიუ-იორკში, პატარა მაღაზიით დაიწყო, შემდეგ კი ყველა სტერეოტიპი დაარღვია და ძალიან ძლიერად გაიდგა ფესვები მოდის ინდუსტრიაში.
დონატელა ვერსაჩე
ეს არის პირველი დიზაინერი, რომელმაც ჩამოაყალიბა ბრენდი "ვერსაჩე". მან ღრმად გაიდგა ფესვები ჰოლივუდში. დონატელა ვერსაჩე იყო სწორედ ის დიზაინერი, რომელიც აცმევდა ცნობილ ვარსკვლავებს. მადონა, ჯენიფერ ლოპესი, კრისტინა აგილერა, დემი მური და სხვა ცნობილი პოპ-ვარსკვლავები სწორედ რომ ვერსაჩეს სამოსით იმოსებოდნენ და იმოსებიან.
ვალენტინო გარავანი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის, "ვალენტინო სპას" დამფუძნებელია. ის არის იტალიელი დიზაინერი და ცოცხალი ლეგენდა. მისით აღფრთოვანებულები იყვნენ პრინცესა მარგარეტი, ბელგიის დედოფალი პაოლა, ჟაკლინ კენედი და ელიზაბეტ ტეილორი, რომლებიც მისი რეგულარული კლიენტები იყვნენ.
ჯორჯო არმანი
ის არის ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო მოდის ინდუსტრია მას შემდეგ, რაც შექმნა ბრენდი "არმანი" 1975 წელს. ვალენტინო გარავანის მსგავსად, ჯორჯო არმანიც ცოცხალ ლეგენდად ითვლება მოდის ინდუსტრიაში.
კოკო შანელი
ცნობილი დიზაინერი ნამდვილად წამყვანი ფიგურაა მოდის ინდუსტრიაში. ის იყო ფრანგი და ცნობილი გახდა სწორედ ბრენდის ფრანგული სახელწოდებით - "შანელი". იგი ერთადერთი მოდის დიზაინერია, რომელიც ჟურნალ TIME-ის მიერ საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა სიაშია შეყვანილი.
რალფ ლორენი
1972 წელს მან თავისი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც წარმოადგინა თვალსაჩინო მოკლემკლავებიანი პერანგი პოლოს ლოგოთი. ის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერია მსოფლიოში.
კეიტ სპეიდი
ეს არის kate spade new-york-ის თანადამფუძნებელი. ის საყოვეთაოდ ცნობილია თავისი ჩანთებით, რომლებიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.
ბეთსი ჯონსონი
იგი ცნობილია თავისი ქალური და ახირებული დიზაინით. მისი სახელი ასევე ნახსენები იყო „მოდის დიდების ხეივანში“ 2002 წელს და სწორედ ამის შემდეგ მან გააფართოვა თავისი ბიზნესი ჩანთების, შარფების, აქსესუარებისა და ქუდების ახალი ხაზის გამოშვებით.
ტომ ფორდი
ეს არის ცნობილი დიზაინერი, რომელიც ქმნის აქსესუარებსა და მამაკაცის ტანსაცმელს. იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდად ითვლება მსოფლიოში.
მარკ ჯეიკობსი
Marc by Marc Jacobs, louis Vuitton, Diffusion Line, Marc Jacobs” - მთავარი დიზაინერი. პარსონის დიზაინის კოლეჯში სწავლისას მან გაყიდა თავისი შექმნილი ნაქსოვი სვიტერები და უმოკლეს დროში გახდა ცნობილი. 2010 წელს ის მოხვდა ჟურნალ TIME-ში, მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.
მარიამ ჭანტურია