გგონიათ, მხოლოდ დღეს უკეთებენ კორექციას ფოტოსესიებს ჟურნალის პრიალა ფურცლებისთვის? სულაც არა: pin-up პლაკატებზე გამოსახულ სექსუალურ ლამაზმანებსაც აქტიურად და კიდევ უფრო ალამაზებდნენ. ეს გასული საუკუნის შუა წლებში ხდებოდა!
იხილეთ ფოტოგალერეა
რა თქმა უნდა, 1950-იანებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ: მაშინ დიზაინერებს მხატვრები ცვლიდნენ. გასული საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთი ცნობილი ილუსტრატორი ჯილ ელვგრენი იყო.
მას ეკუთვნის უამრავი სურათი, სადაც მომხიბვლელი გოგონები პიკანტურ სიტუაციებში იყვნენ გამოსახულნი: ერთს შემთხვევით ქარმა აუწია კაბა, მეორე ბლუზას იხდის და ასე შემდეგ...
იცით, როგორ იქმნებოდა ეს პლაკატები? თავდაპირველად შავ-თეთრ (ფერადი ჯერ არ იყო) ფოტოს აკეთებდნენ, შემდეგ კი მიღებულ სურათს მხატვარი ამუშავებდა, ამატებდა ფერს და სხვადასხვა დეტალს.
pin-up-მოდელებს მისტერ ელვგრენი, როგორც წესი, თმას ჟღალად "უღებავდა", უღრმავებდა დეკოლტეს, უკეთებდა მაკიაჟს, უმატებდა ან აკლებდა მოცულობას საჭირო ადგილებზე და ტანსაცმლის ზედმეტ დეტალებს ლიკვიდაციას უკეთებდა.
ჯილის მიერ შექმნილ ყველა პლაკატზე ლამაზმანებს ესვათ მკვეთრად წითელი პომადა და ჰქონდათ მკვეთრად შეღებილი თვალები. ხშირად მხატვრისთვის საკუთარი ცოლი, ჯენეტი პოზირებდა, რომელიც სურათზე სულ სხვა ქალად იყო გამოსახული...
ასეთ პლაკატებზე ორიგინალიდან მხოლოდ პოზა რჩებოდა.
თავისი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში ელვგრენმა 500-ზე მეტი სურათი შექმნა. ის უამრავ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობდა (მაგალითად, Brown & Bigelow, Coca Cola და General Electric) და კონტრაქტის მიხედვით, მას წელიწადში 20 ილუსტრაცია უნდა შეექმნა, თითოში 1000 დოლარის საფასურად.
Pin-Up სურათის ოსტატი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნაშრომებს საკუთარ ხელმოწერას უკეთებდა. 1998 წელს ილუსტრატორის ვაჟმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით "ელვგრენი: მისი ცხოვრება და შემოქმედება", რომელშიც ჯილის უამრავი ნამუშევარია შესული.