ვენეციაში შაბათ-კვირას შედგა წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნების ღონისძიება, რომელსაც თითქმის ყველა მოდის სახლის წარმომადგენელი დაესწრო.
59-ე ყოველწლიური მოდის ბიენალე 27 ნოემბრამდე გაგრძელდება და დაიწყო მთელი რიგი ღონისძიებებითა და ვახშმებით მდიდრულ სასახლეებში, რომლებიც მხარს უჭერენ საერთაშორისო გამოფენებს და მოდას.
Bottega Veneta, Dior, Louis Vuitton და Valentino არიან ბრენდები, რომლებმაც წელს ყველა გამოცემის ყურადღება მიიპყრეს, რადგან სტუმრების უმეტესობა სწორედ მათ მიერ შექმნილი დიზაინებით გამოჩნდა.
ჯერ მხოლოდ ღონისძიების რამოდენიმე ნაწილი შედგა, თუმცა მოდის გულშემატკივრები ინტერნეტსივრცეში უკვე ალაპარაკდნენ და ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავებიც გამოარჩიეს.
„ბოტეგა ვენეტა“ თანამშრომლობდა Pinault Collection-თან, რათა მხარი დაეჭირა ცოცხალი საცეკვაო წარმოდგენებისთვის ვენეციაში, სასტუმრო პლაზაში. ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, მატიე ბლაზიმ შექმნა ქორეოგრაფების კოსტიუმრები, მათ შორის იყვნენ ჯულიანა მური და მისი პარტნიორი პიტერ მულიერი, ასევე, მხატვარი - სტერლინგ რუბი.
„ვალენტინომ“ დააფინანსა იტალიური პავილიონი, რომელიც გამოფენით დაიწყო, ამ მოვლენის აღსანიშნად ვახშამი 22 აპრილს გაიმართა. სტუმრების სიაში იყვნენ კიერნან შიპკა, კრისტიან კოპოლა, ტინა კუნაკი და ვენსან ქასელი.
23 აპრილს „დიორმა“ გალა ვახშამი და კონცერტი მოაწყო ვენეციური მემკვიდრეობის პატივსაცემად. „დიორის“ კოლექციებით მაია ჰოუკი და კეტრინ დენევიც გამოჩნდნენ.
„ლუი ვიტონმა“ კი არჩევანი გერმანელი მხატვრის, კატარინა გროსეს ნამუშევრებზე შეარჩია და ვახშამი მისი ნახატებით მორთულ სივრცეში გამართა.
ვენეციის ბიენალეს დამატებითი აქტივობები მოიცავს ექვს განახლებულ კიოსკას მთელს ქალაქში, რომლებიც ხალხს შესთავაზებენ ვენეციაში სამოგზაურო წიგნების სრულ კოლექციას.