ლურჯი არის სიმშვიდის, თავისუფლებისა და უსასრულობის ფერი, ასევე ნათელი ცისა და მომავლის ფერი. დღეს, როდესაც ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს, ლურჯი და მისი ყველა ელფერი უფრო აქტუალური გვეჩვენება, ვიდრე აქამდე.
„პანტონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეისმანმა თქვა: „ამ დღეებში რწმენისა და ნდობის საჭიროება განსაკუთრებით მწვავეა. კლასიკური ლურჯი, გამძლე და საიმედო ელფერი გადმოსცემს იმ თავდაჯერებულობას და მუდმივობის შეგრძნებას, რომელსაც ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ. ცისფერი, რომელიც მოგვაგონებს უსაზღვრო საღამოს ცას, გვაიძულებს შევხედოთ საგნებს თავიანთი უბრალოების მიღმა, გვიბიძგებს ვიფიქროთ უფრო ფართოდ, გვიბიძგებს ვიფიქროთ უფრო ღრმად, გავაფართოვოთ ჩვენი პერსპექტივები და გავხსნათ კომუნიკაციის ახალი არხები.“
თანამედროვე რეალობაში ლურჯი გვეჩვენება ყველაზე აქტუალურ ფერად, რადგან ჩვენ ყველას გვინდა დავინახოთ სუფთა, მშვიდი და ლურჯი ცა ჩვენს თავზე. სწორედ ისეთი, როგორიც დიზაინერებმა არაერთხელ გამოიყენეს თავიანთ კოლექციებში.
ჩვენ შევკრიბეთ Yves Saint Laurent-ის, Dior-ის, Celine-ის, Givenchy-ის და მრავალი სხვა ლეგენდარული ბრენდის 10 საკულტო დიზაინი, ლურჯ ფერებში:
ნახეთ, როგორ იცვლებოდა დონატელა ვერსაჩე წლების გამავლობაში - 66 წლის დიზაინერის დრამატული ტრანსფორმაცია
თმის ტრენდული აქსესუარები, რომლებიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნიან
2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის 10 ძირითადი ტრენდი