გუშინ, 31 მაისს, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა. ჩვენებას ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, ერთ-ერთი იყო კრისტი ყიფშიძეც, რომელმაც თეთრი ულამაზესი კაბა მოირგო. თუმცა კიდევ უფრო დიდი ყურადღება ქვეყნის ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას გამოსვლას მოჰყვა.
მაკა სულიკაშვილის ჩვენებაზე შავი პომპეზური კაბით წარდგა, რომელშიც ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. პირველი ლედის გამოსვლიდან ფრაგმენტი ხალხს თაკო დოლაბერიძემ გაუზიარა.
კრისტი ყიფშიძე უმშვენიერესი საქორწინო კაბით ყოფილ მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად გამოჩნდა
"შეუძლებელია, ერთად ვცხოვრობდეთ და საკამათო და საჩხუბარი არ გვქონდეს... როცა თავდასხმის ობიექტები გავხდით, კიდევ უფრო დავახლოვდით, ერთმანეთს ვაძლიერებდით" - გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სიყვარულის ისტორია