პატარძლის კაბის თითოეული მოდელი ნამდვილ სრულყოფილებას ჰგავს. „დე ლა რენტას“ საქორწინო ხაზში ეჭვი უკვე დიდი ხანია არავის ეპარება. ამ მოდის სახლმა ყველაზე კარგად იცის რა უნდათ ქალებს ქორწინებამდე.
კოლექციის ავტორები არიან ბრენდის „ლორა კიმის“ თანაშემოქმედებითი დირექტორები და ფერნანდო გარსია, რომლებმაც შთაგონება მთავარი ხაზის შემოდგომის კოლექციიდან მიიღეს. გარდა ამისა, მათ ყურადღება მიაქციეს ქალაქ ფლორენციას, რომელიც ქორწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და მრავალრიცხოვან შენობებს მარმარილოს იატაკებით.
დიდი ზომის, მოცულობითი ტაფატისა და აბრეშუმის კალთები დაბალანსებულია ფაფუკი სახელოებითა და ხელთათმანებით, ხოლო დელიკატური მაქმანი, ყვავილებიანი ნაქარგები და დახვეწილი დეტალები კაბების სხვადასხვა ადგილებშია მიმოფანტული.