სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ დემნა გვასალიასთან დაკავშირებული ემოციური ისტორია გაჩნდა. როგორც ჩანს, დიზაინერი მეუღლესთან, ლოიკ გომესთან ერთად გერმანიაში მდებარე ქართულ რესტორანს, „პეპელას“ ესტუმრა.
დემნამ რესტორნის მფლობელთან ფოტოებიც გადაიღო და საინტერესო საუბარიც მოასწრო. რესტორანი დიუსელდორფში მცხოვრებ ქართველს, ქეთევან პიატკოვსკის ეკუთვნის, რომელმაც დიზაინერთან შეხვედრა გაიხსენა:
„ფოტოზე ჩემი დაა გადაღებული, მარინა მარღიშვილი... დემნა ძალიან მოულოდნელად გვეწვია. იმდენად მოულოდნელად, რომ ჩემი პერსონალი ხმას ვეღარ იღებდა და მუხლები უკანკალებდათ. დემნა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გვესტუმრა. თავისი თავაზიანობით და კომუნიკაბელურობით მალევე მოეხსნა ყველას დაძაბულობა და არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა. დემნამ როგორც აღნიშნა, ჩვენთან კერძები ძალიან მოეწონა და ჩემი პერსონალი კარგადაც დაასაჩუქრა. მეუღლესთან და მშობლებთან ერთად იყო. ქართულად საუბრობდა. ძალიან უშუალო და თავაზიანია...“ - გაიხსენა მან.
