ვინ არის ქართვლი დიზაინერი, რომლის კაბამაც დონალდ ტრამპის ქალიშვილის ქორწილში დიდი მოწონება დაიმსახურა - Marao

ვინ არის ქართვლი დიზაინერი, რომლის კაბამაც დონალდ ტრამპის ქალიშვილის ქორწილში დიდი მოწონება დაიმსახურა

2022-12-08 11:59:59+04:00


დონალდ ტრამპის შვილი, 29 წლის ტიფანი ტრამპი, 25 წლის მილიარდერ მაიკლ ბულოსზე დაქორწინდა. მდიდრული ცერემონია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მარ-ა-ლაგოსის მიწაზე, ფლორიდაში შედგა.

ქორწილის ერთ-ერთ საპატიო სტუმარს, Drraniah Bogari-ს, ქართველი დიზაინერის, ქეთევან კეკუტიას კაბა ეცვა. ჟურნალ OK-სთან საუბრისას ქეთევანი ამბობდა, რომ მისმა კაბამ ქორწილში დიდი მოწონება დაიმსახურა:

„ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც შენს შექმნილ კაბაზე აკეთებენ არჩევანს – ძალიან გამიხარდა. ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, ასეთი ნდობის გამოცხადება არის უდიდესი მოტივაცია, მით უმეტეს, როცა იგებ, რომ შენმა კაბამ მოწონება დაიმსახურა ამ ქორწილში“ - ამბობს დიზაინერი ქეთევან კეკუტია.