„ქალს სილამაზისთვის ეს ორი რამე სჭირდება...“ - ივ სან ლორანის რჩევა ქალებს - Marao

„ქალს სილამაზისთვის ეს ორი რამე სჭირდება...“ - ივ სან ლორანის რჩევა ქალებს

2023-02-24 16:57:44+04:00

ცნობილი მოდის დიზაინერი, კოლეგებისგან განსხვავებით, საკმაოდ რბილად საუბრობდა ქალის გარდერობზე.

საერთოდ რამდენი ადამიანია, ამდენი აზრია - საკითხავია, ვისი ფილოსოფია უფრო ახლოსაა შენთან: "ლამაზი რომ იყოს, საკმარისია ქალს ჰქონდეს შავი სვიტერი, შავი ქვედაკაბა და ხელჩაკიდებული იაროს მამაკაცთან ერთად.“

ჩვენ ნამდვილად არ ვიკამათებთ ბოლო „ინგრედიენტზე“: როცა ბედნიერი ხარ, ირგვლივ ყველაფერი გარდაიქმნება. მათ შორის განწყობა, გარეგნობა, სიარული - და ეს, საიდუმლო არ არის.

ერთის მხრივ, შავი ფერი დიდი ხანია განიხილება კლასიკად და ელეგანტურობის სიმბოლოდ. ოდრი ჰეპბერნის მონოქრომული გარეგნობიდან დაწყებული Catwoman-ის ლატექსის კოსტიუმებით დამთავრებული, დრამატული შავი საკულტო, დახვეწილი და ქალურია.