გიორგი ფანცულაიას შთაგონების წყარო იაპონური კულტურაა. დიზაინერმა კოლექცია დახვეწილი, ჭკვიანი და სექსუალური ქალისთვის შექმნა. თანამედროვე ქალის სამოსი, რომელსაც კომფორტულად ჩაცმა უყვარს, იაპონელი გეიშას სამოსის სტილისაა.
კიმონოს კონსტრუქციამ ინტერპრეტაცია განიცადა და მოდელების სხეულზე მორგებულ კაბად გარდაიქმნა. მთავარი აქსესუარი მაღალი ქამარია, რომელმაც კაბის სილუეტი გამოყო და გაამკვრივა.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, იაპონური კულტურის პოზიტიური მხარე ქსოვილის ფერებში გამოიკვეთა. ფერადმა სამოსმა მართლაც დადებითი განწყობა შექმნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "ბომონდი"