აკა ნანიტაშვილის ინდივიდუალურ სტილს წარმოადგენს მე-20 საუკუნის წლებიდან აღებული ელეგანტური და სადა სილუეტი. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მისი ახალი კოლექციის ინსპირაცია ძველი ფოტოები გახლდათ, რომელიც ორიგინალური ფორმით ჩაეწერა ქსოვილში.
კოლექცია, ძირითადად, რამდენიმე ფერმა გააერთიანა. ძირითადი აქცენტი თეთრ, სპილოსძვლისფერსა და შავზე გაკეთდა.
ის, რომ კოლექციის შთაგონების წყარო ძველი ფოტოები იყო, ნათლად ჩანდა -აკა ნანიტაშვილის კოსტიუმებს რეტროს მსუბუქი ტონალობა გასდევდა.
ქსოვილის სპეციფიკამ მოითხოვა, რომ კოსტიუმების სილუეტი დახვეწილი და სადა ყოფილიყო. შედეგად, კოლექციამ ელეგანტური და ქალური შინაარსი მიიღო.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი ”ბომონდი”