ტატუნა ნიკოლაიშვილის კოლექციას ძირითადად კაბები შეადგენდა. ქსოვილის ფაქტურამ განსაზღვრა კოლექციის კონცეფცია -თარგის დამუშავების დროს ორიგინალური ფორმის მორჩენილი ნაჭრებით აიწყო სამოსი, რომელზეც სხვადასხვა ფორმა დეტალებად დალაგდა. ძირითადი აქცენტი ერთმანეთში გადაკვანძულ ქსოვილზე გაკეთდა. კოლექციაში გამოყენებული იყო აბრეშუმი, შიფონი და შალის ქსოვილი. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, საკმაოდ ახალგაზრდული სტილი გამოვიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა