თეთრი, შავი, წითელი – კლასიკურ ფერებში გადაწყვეტილი კოლექცია, ბეწვის ჟილეტები შარვალთან ერთად და სხვადასხვა ფორმის კაბები წარმოადგინა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ. ჩვენების ბოლოს დიზაინერს ორიგინალური კაბა თვითონ მოდელებმა მოარგეს და პოდიუმზე გამოაცილეს.
მოდელიერი კვირეულისთვის სამი თვე ემზადებოდა. კოლექცია რომ პრაქტიკული, ელეგანტური და ჰაეროვანი ყოფილიყო, სამოსისთვის რამდენიმე მასალა გამოიყენა. მაგალითად, ზოგიერთ ჟილეტში მეტი ჰაეროვნებისთვის ერთმანეთს ბეწვი და შიფონი შეუხამა.
წარმოდგენილი კოლექცია კლასიკურ სტილში იყო, თუმცა ეს პრეტ-ა-პორტე სამოსია, მისი გამოყენება ყოველდღიურადაც არ იქნება ურიგო. ჟილეტების შეხამება ჯინსებსა და უგის სტილის ფეხსაცმელთან, ასევე საღამოს კაბასთანაც შეიძლება.
სტილიც შიდა სამოსის მიხედვით იცვლება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი ”ბომონდი”