56 წლის მადონა სადო-მაზო ფოტოსესიაში ჟურნალ Interview-სთვის (+ფოტო) - Marao

56 წლის მადონა სადო-მაზო ფოტოსესიაში ჟურნალ Interview-სთვის (+ფოტო)

2014-12-03 23:00:10+04:00

ამერიკელი პოპ-დედოფალი მორიგ გულახდილ ფოტოსესიაში გადაიღეს. ამჯერად 56 წლის მომღერალმა ჟურნალ Interview-ს დეკემბრის ნომრისთვის მკერდი მოიშიშვლა.

იხილეთ ფოტოგალერეა

გარდა სკანდალური ფოტოებისა, გამოცემამ მადონას საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც დაბეჭდა. კერძოდ კი, პოპ-ვარსკვლავმა გადაწყვიტა, მოეთხრო ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ.

"ბევრი ადამიანი ნარკოტიკს იმიტომ მოიხმარს, რომ ღმერთს მიუახლოვდეს, მაგრამ თქვენ "მოკლე ჩართვა" გელით. ეს ილუზიაა. ნარკოტიკები შეგიქმნით ილუზიას, რომ ახლოს ხართ ღმერთთან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის მოგკლავთ, გაგანადგურებთ", - ამბობს მადჯი.

"ბევრი რამ მომისინჯავს (ნარკოტიკებიდან). უამრავი დრო და ტონობით წყლის სმა დამჭირდა იმისათვის, რომ ორგანიზმიდან ეს ნაგავი გამომედევნა. როგორც კი მივხვდი, რომ ეს ილუზია იყო, შეპყრობილივით დავიწყე ყველაფერ ამის გამოდევნა" – დასძინა მომღერალმა.

ინტერვიუში მადონა ასევე გამოტყდა ქუჩის მხატვრის, ბენქსის მიმართ სიყვარულში. ეს აღფრთოვანება მომღერალმა იმით ახსნა, რომ ბენქსი ყველა ადამიანისთვის ქმნის ნახატებს და არა გამორჩეულებისთვის.

"მომწონს ბენქსის შემოქმედება, ის შთამაგონებს. მიყვარს კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკის ნამუშევრებიც, მათაც ბენქსივით ქუჩიდან დაიწყეს, ხელოვნებას ყველა ადამიანისთვის ქმნიდნენ. ვთვლი, რომ თანამედროვე ხელოვნება არ უნდა იყოს ელიტარული", - აღნიშნა ვარსკვლავმა.

დაბოლოს, მადონა ადამიანის ბუნებაზე საუბრობს: "დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის ბუნება სიკეთისკენ არის მიმართული და არა ბოროტებისკენ. თუმცა მას გამუდმებით უწევს ცდუნებებთან, სიბნელესა და სიბინძურესთან ბრძოლა."

სექსუალური მომღერლის ფოტოსესია ფეშენ-ფოტოგრაფების - მერტ ალასისა და მარკუს პიგოტისგან შემდგარმა დუეტმა  გადაიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მასალის წყარო: Huffington Post