არ არის იოლი, იყო ფოტოგრაფებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი სახე და ყოველდღიურად იმას განიცდიდე, თუ როგორი გამოჩნდები კადრზე. შეიძლება მილიონები გქონდეს, მაგრამ გტანჯავდეს დაავადება, რომლის წინაშეც უძლური ხარ.
რეალითი-შოუს 35 ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა აღიარა, რომ 2010 წლიდან ფსორიაზი აწუხებს. ეს დაავადება გენეტიკურად დედისგან ერგო და მასთან გამკლავება შეუძლებელია.
ყოველ ადამიანს, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს, სხვადასხვა სიმპტომები აქვს. გამონაყარი შეიძლება გექავებოდეს და სისხლიც გდიოდეს. დაავადება დღითიდღე ძლიერდება.
კიმს გამონაყარი თავიდან ფეხებზე გაუჩნდა, შემდეგ კი მთელ სხეულზე გავრცელდა.
"დიეტას ვიცავ, კოტრიზონულ ინიექციებს ვიკეთებ, ეს მხოლოდ ოდნავ ამსუბუქებს დაავადებას, მაგრამ არ კურნავს".
"მე ფსორიაზი მაქვს, და მასთან გამკლავება არ შემიძლია. უბრალოდ, ვისწავლე ამ დაავადებით ცხოვრება. აღარ განვიცდი იმაზე, რომ პაპარაცები უხერხულ მომენტში დამაფიქსირებენ. ამაზე ღიად ვსაუბრობ: მე მაქვს ფსორიაზი. უმჯობესია, ჩემგან შეიტყონ, ვიდრე სენსაციები განიხილონ".