კათოლიკურ შობამდე 2 კვირა დარჩა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრენდი Victoria’s secret მორიგი სექსუალური კლიპით გაახარებს თაყვანისმცემლებს.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი არა მხოლოდ ყოველწლიური შოუთია ცნობილი, არამედ თემატური კლიპებითაც.
ყველა "ანგელოზი" იდეალურად გამოიყურება თეთრეულში. ვიდეოში მოდელები საჩუქრებს ხსნიან და იდეალურ სხეულებს უკეთებენ დემონსტრირებას. ადრიანა ლიმა სასაჩუქრე ყუთში იხედება, ალესანდრა ამბროსიო მაღალქსულიანი ჩექმებით პოზირებს, ლილი ოლდრიჯი კი ბრწყინვალე ტოპშია გამოწყობილი.
ცოტა ხნის წინ ბრენდის ყოველწლიური ჩვენება შედგა, სადაც ჯგუფი The Weekend, Lady Gaga და Bruno Mars-იც მონაწილეობდნენ. საინტერესოა, რატომ არ გადაიღეს წლის საუკეთესო მოდელად აღიარებული ჯიჯი ჰადიდი ამ კლიპში... იხილეთ ვიდეო