პრობლემა ცნობილი ჟურნალის იტალიურ გამოცემას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მის ფურცლებზე ამერიკელი მოდელი კარლა კლოსის ფოტოები დაიბეჭდა.
საქმე ჟურნალის დეკემბრის ნომერს ეხება. 19 წლის მოდელს პროვოკაციული ფოტოები გადაუღეს. კლოსისთვის ეს პირველი ფოტოსესია იყო, სადაც გოგონა სრულიად შიშველი გადაიღეს. ფოტოებმა არაერთგვაროვანი აზრი გააჩინა- ერთნი ამბობდნენ, მოდელი ამ ყველაფრისთვის ძალიან ახალგაზრდააო, მეორენი კი კარლას სიგამხდრეს უწუნებდნენ.
ეს კიდევ არაფერია. რამდენიმე საიტმა, რომლებიც ანორექსიას და ზედმეტ სიგამხდრეს უწევენ პროპაგანდას, კარლას ფოტოები მაგალითად გამოიყენეს. განსაკუთრებით სკანდალური ერთი ფოტო აღმოჩნდა, სადაც კარლას შავი მოკლე შორტი აცვია და ძალიან უცნაურ პოზაშია გადაღებული.
ჟურნალის გამოსვლის დღიდან რედაქტორები უამრავ ბრალდებას პასუხობენ და სოციალურ ქსელებში თავს იმართლებენ.
იხილეთ ფოტოგალერეა