სერბო-ხორვატიული წარმოშობის მოდელი ანდრეი პიჟიცი კუტიურიებისა და მოდის ჟურნალების საყვარელი ახალი სახეა.
ანდროგენული გარეგნობით გამორჩეული და სკანდალური პიჟიცი ქალთა კოლექციის ჩვენებებში რომ იღებს მონაწილეობას, უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ ბიუსტჰალტერის რეკლამაში მის გამოჩენას ნამდვილად არავინ ელოდა. თანაც უბრალოდ ბიუსტჰალტერის კი არა, მთელი ფუშ-აპის ეფექტით.
ეს თამამი და მართლაც ორიგინალური გადაწყვეტილება, მიეცათ ანდრეისთვის ქალის ტრადიციული როლი, ცნობილმა ჰოლანდიურმა ბრენდმა Hema-მ მიიღო. მართლაც რომ ძნელია უარი თქვა იმ ბრენდის პროდუქციაზე, რომელიც მამაკაცსაც კი მიმზიდველ და ფუშფუშა მკერდს ჰპირდება.
რა იქნება შემდეგ? იქნებ, ჟან-პოლ გოტიეს საყვარელი სახე ახლა Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი ანგელოზი გახდეს? ან იქნებ სხვა ცნობილი მოდელებივით ქალის თეთრეულის საკუთარი ხაზიც შექმნას? ეს ჯერ არავინ იცის... ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
იხილეთ ფოტოგალერეა