ის პატარაობიდან იქცევდა ყურადღებას, რადგან ძალიან ლამაზი იყო. სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო და ბოლოს იმდენი შეძლო, რომ მისი სახელი და გვარი "ოსკარის" ცერემონიაზეც გაჟღერდა.
ცნობილი მსახიობი და მოდელი - ახლა სწორედ ასე მოიხსენიებენ. ემილის უთანამშრომლია მარკ ჯეიკობსთან, მიუ მიუსთან და არამარტო.
ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობს ქალის საცვლების რეკლამებში.
ემილის საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს, რადგან მისი ჩაცმულობა კრიტიკას ნაკლებად ექვემდებარება. მეტიც, ის გემოვნებით ჩაცმული ვარსკვლავების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.
ეს სექსუალური ქმნილება ქალთა უფლებადამცველია. ზრუნავს ქალბატონების ჯანმრთელობაზე და მხარს სხვადასხვა საკითხში უჭერს.
რატაკოვსკი დედისერთაა. მისი მშობლები შემოქმედებითი ადამიანები არიან. მათ საკმაოდ გვიან შექმნეს ოჯახი. მამა პროფესორია, დედა კი - ხელოვნების დარგის სპეციალისტი. ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია გოგონას გემოვნების და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. როცა მას ჰკითხავთ, როგორია დედამისი, გიპასუხებთ: „დედაჩემი არის ფემინისტი და ინტელექტუალი“.
ემილის ირლანდიური, გერმანული, პოლონური და ებრაული სისხლი ურევია.
ბავშვობიდან შეპყრობილი იყო თეატრით და ცდილობდა, სხვადასხვა როლი მოერგო.
რაც შეეხება მის ინტერესებს, ძალიან უყვარს ჭადრაკის თამაში. ეს კიდევ ერთხელ ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომ „მოდელები სულელები არიან“.
დიდი ხანია ძველ ფირფიტებს აგროვებს და ხშირად უსმენს.
საუზმის ხსენებაზე მაშინვე ყავა და ტოსტები ახსენდება.
გიჟდება შავ შოკოლადსა და ჩიზქეიქზე. მისი საყვარელი საჭმელი სუშია, თუმცა იტალიური სამზარეულოც მოსწონს. საყვარელი სასმელი კი, მარტინი.
მისი უზარმაზარი სახლი ნახატებით, ლარნაკებით, მცენარეებითა და ლამაზი დეკორაციებითაა სავსე.
თავისუფალ დროს ხატავს, დადის პიკნიკზე, მუზეუმებსა და გალერეებში.
მისი საყვარელი სამოსი თეთრი, ელეგანტური კაბაა.
რას აკეთებს ემილი წვიმიან დღეს? - კითხულობს.
ფეხსაცმელების და ჩანთების კოლექციონერია.
თუ ემილის ფოტოებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ აბსოლუტურად უკომპლექსო ადამიანია.
ხშირად მოგზაურობს, რაც ძალიან მოსწონს.
მისი "ინსტაგრამ-პროფაილია"- emrata
პირადი ცხოვრების გასაჯაროებას არ ერიდება. ემილი წელს გათხოვდა და მის გვერდით ძალიან სიმპათიური მამაკაცია, რომლის სახელია: სებასტიან მაკკლარდი.
იცავს ჯანსაღი ცხოვრების წესებს და ცდილობს, იდეალური ფიგურა დიეტების სწორად შერჩევით და ვარჯიშით შეინარჩუნოს.
ამ დრომდე ემილი ხუთზე მეტ ფილმშია გადაღებული. მათგან ყველაზე ცნობილი ფილმებია: „we are your friends”, „entourage” და „gone girl”.
კარიერის დასაწყისში, მან სხვადასხვა პოპულარულ კლიპში მიიღო მონაწილეობა. მაგ: Maroon 5-ის „love somebody”. ითანამშრომლა ფარელ უილიამსთანაც. სხვათა შორის, თავის დროზე დიმა ბილანის კლიპშიც გამოჩნდა („insefarable”).
ემილის ძალიან მოსწონს „nude” ფოტოგრაფია, რაც მის ფოტოებში ძალიან კარგად შეინიშნება.
2013 წლის ოქტომბერში „esquire magazine”-მა დაასახელა, როგორც „წლის საუკეთესო ქალი“.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ემილი რატაკოვსკი ჰოლივუდის სექსსიმბოლოა.