როგორც იცით, კარლი კლოსი „victoria’s secret”-ის ანგელოზია.
მას "ინსტაგრამზე" 7 მილიონი გამომწერი ჰყავს და შესაბამისად, მის ფანებს ერთი სული აქვთ, გაიგონ უფრო მეტი მისი პირადი ცხოვრების შესახებ.
თუმცა იგი საკმაოდ თავშეკავებულია, რადგან პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებას მაქსიმალურად ერიდება.
როგორც წესი, ის ინტერვიუებშიც ცდილობს, რომ ამ კონკრეტულ თემაზე არ ისაუბროს.
მისი გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრების მიუხედავად, საზოგადოებამ მაინც იცის, თუ ვინაა მის გვერდით.
კარლის ბოიფრენდი ჯოშუა კუშნერი გახლავთ. გოგონას მასთან საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. ჯოშუა კუშნერი ჯარედ კუშნერის (დონალდ ტრამპის ქალიშვილის ქმრის) უმცროსი ძმაა.
კარლის "ინსტაგრამზე" მისი და ჯოშუას ფოტოს მოძებნა ძალიან გაგიჭირდებათ, თუმცა მაინც მიაგნებთ.
დიდი ხანი არაა, რაც „porter magazine”-მა კარლის და ჯოშუას ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. „the magazine“-თან ინტერვიუში კი მოდელი ასახელებს მიზეზებს, რის გამოც პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას ერიდება.
„კაროლინა ჰერერა გამუდმებით იმეორებს, რომ ქალი, რომელიც გადაშლილ წიგნს ჰგავს, ძალიან მოსაწყენია. სწორედ ამ სიტყვებით ვხელმძღვანელობ“.
„მე სულაც არ ვცდილობ იმას, რომ მსოფლიოს გავექცე ან დავემალო; უბრალოდ, მომწონს, რომ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ უცნობია“, - განაცხადა კარლიმ ინტერვიუში.
გასაიდუმლოების სტრატეგია, როგორც ჩანს, კარგად მუშაობს, რადგან წყვილი უკვე 5 წელიწადია, რაც ერთადაა და ერთმანეთთან თავს მშვენივრად გრძნობენ.
პოპულარული მოდელი ცდილობს, რომ ბოიფრენდს გვერდში დაუდგეს. სწორედ ამიტომ სოციალური მედიის მეშვეობით გარკვეულ მიმართვებსაც აკეთებს. მაგალითად, ეს ფოტო წინა კვირაში გამოქვეყნდა "ინსტაგრამზე". მასზე კარლის „ტრაფარეტი“ უჭირავს, რომლითაც მოგვიწოდებს, გამოვიყენოთ გონება, იარაღის ნაცვლად. ფოტო ჯოშუა კუშნერის მიერაა ატვირთული.
დიდი ალბათობით, „victoria’s secret”-ის ანგელოზი მისი მეორე ნახევრის ოჯახის გამოც იკავებს თავს პირად ცხოვრებაზე საუბრისაგან.
ნათია ხუნაშვილი