“IC Model Management”-ის ტოპ-მოდელი თათია ახალაია DOLCE&GABBANA-ს ახალ საზაფხულო პროექტში, Love MAIOLICA-ში გადაიღეს.
გადაღება 2018 წლის დასაწყისში შედგა და მასალები სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოქვეყნდა DOLCE&GABBANA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.
თათია ახალაია წინა სეზონებზე წარმატებით გამოვიდა ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც არის Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMES, MIU-MIU, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders, Grey Jason Wu და სხვები.
შეგახსენებთ, რომ თათია გახლავთ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის, Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული.
Elite Model Look Georgia გახლავთ პროექტი, რომელიც ხელს უწყობს დამწყებ მოდელებს, უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა.
გაცნობებთ, რომ წელს Elite Model Look Georgia 2018-ის კონკურსის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 14-დან 22 წლამდე ასაკის გოგონებს და ვაჟებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ უფასო ონლაინრეგისტრაცია http://www.icmodelmanagement.com/elite-model-look
და გამოცხადდნენ ღია კასტინგზე, რომელიც გაიმართება თბილისში, 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე, სავაჭრო ცენტრში "ჯი-თი-სი", მისამართზე ვეკუას N3.