წელს "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსზე პირველად მიიღებს ტრანსგენდერი ქალბატონი მონაწილეობას.
ესპანელი ანხელა პონსე 26 წლის მოდელია და წლევანდელ სილამაზის კონკურსში ქვეყნის მასშტაბით, 22 ულამაზეს ქალბატონს წარმატებულად გაუწია კონკურენცია.
„ესპანური ხიბლისა და ფერების მსოფლიოს წინაშე წარმოდგენა ჩემი უდიდესი ოცნება იყო“ - განაცხადა ანხელამ.
მოდელს სურს, რომ სამყარომ მიიღოს განსხვავებული ისტორიის მქონე ადამიანები და სხვადასხვა ლჯბტ თემისადმი შეიცვალოს ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც დღესაც აქტუალური პრობლემაა.
2012 წელს "მის მსოფლიოს" ორგანიზატორებმა ტრანსგენდერის მონაწილეობა ოფიციალურად დაუშვეს, თუმცა წლევანდელი კონკურსანტი პირველი იქნება, რომელიც ამ სტატუსით წარადგენს საკუთარ ქვეყანას. გაგრძელება + ფოტოგალერეა