თათია ახალაიამ "დოლჩე & გაბანას" ალტა მოდის ჩვენებაში უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა, სადაც პირდაპირ პარიზის მოდის კვირეულიდან გაემგზავრა.
წლევანდელი Dolce & Gabbana-ს Alta Moda ტრემეცოს ტერესიო ოლიველის პარკში, კომოს ტბის სანაპიროზე პოდიუმის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართა.
ამ გრანდიოზულ ღონისძიებაზე თათია ახალაია გამოვიდა ისეთ ცნობილ მოდელებთან ერთად, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა, ჯულია მანინი, ემა უეიმუტი, ჰელენა კრისტენსენი, ქითი სპენსერი, ეშლი გრემი, სონია ბენ ამარი, მეი მასკი, ჰალიმა ადენი და სხვები.
თათია ახალაიას დებიუტი "დოლჩე & გაბანას" ალტა მოდაზე შარშან შედგა, რის შემდეგაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა ბრენდთან მჭიდრო თანამშრომლობა.
სულ ახლახან თათია გადაიღეს Dolce & Gabbana-ს საზაფხულო პროქტში “I Love Maiolica”, რასაც ისევ ალტა მოდის ჩვენება მოჰყვა.
“IC Model Management”-ის ტოპ-მოდელი თათია ახალაია სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ მოდის კვირეულებზე წარმატებით გამოვიდა ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში, როგორებიც არიან: Zuhair Murad, Ulyana Sergeenko, Alexis Mabille, DOLCE&GABBANA, Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMES, MIU-MIU, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders, Grey Jason Wu და სხვები.