5 წლის ჯერის ფოტოებმა მსოფლიო მოიარა. მას "ინსტაგრამზე" 21. 6 ათასი მიმდევარი ჰყავს.
გოგონა მოდელობისთვის ჯერ პატარაა, თუმცა აშკარაა, რომ მას ყველა მონაცემი აქვს, თუმცა რამდენად მისაღები იქნება ეს გოგონას დედისთვის, ეს ცალკე საკითხია.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დედა გადაღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა თავდაჯერებული ფოტოგრაფის დაჟინებულმა თხოვნამ შედეგი გამოიღო. გოგონა თავდაპირველად ქორწილების ფოტოგრაფმა მოფე ბამუიავამ გადაიღო და ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით: „ის ადამიანია, ის ანგელოზიცაა“.
ჯერი ნელ-ნელა ანაცვლებს ყველასათვის ცნობილ ანა პაგავას, რომელსაც ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშვის სტატუსი ჰქონდა.
ფოტოებზე ჯერის თავის უფროს დებთან ერთად მაკიაჟის გარეშე ხედავთ.