ჯიჯი ჰადიდმა ყოველთვის იცის როგორი სტილი შეარჩიოს, რომ მისი ტანსაცმელი ერთდროულად თანამედროვე და კომფორტული იყოს.
ჰადიდების ოჯახის მშვენიერ წარმომადგენელს ისეთი ყოველდღიური სამოსის ტარება უყვარს, რომელშიც ძალიან მოდურად გამოიყურება.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ამჯერად ჯიჯი პაპარაცებმა ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს. მოდელს საკმაოდ პრაქტიკულად ეცვა. მან ჯინსის მოკლე ქურთუკი, თეთრი კედები, შავი ზედა და მუქი ფერის „ელასტიკი“ მშვენივრად მოიხდინა. გოგონას ძალიან უყვარს ჯინსის და ტყავის ქურთუკები, რაც მის ძველ პაპარაცულ ფოტოებშიც შესამჩნევია.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>