"შავმა პანტერამ" ჟურნალ V Magazine-ს მარტის ნომრისთვის გადაიღო ფოტოსესიაში. 41 წლის მოდელმა კიდევ ერთხელ დაუბნელა ყველას თვალი და კვლავაც ვერავინ ხსნის, როგორ ახერხებს მოდელი ასეთ უნაკლო ფორმაში ყოფნას?
ფოტოსესია, რომელშიც ნაომიმ მონაწილეობა მიიღო, თინა ტერნერს მიეძღვნა. სწორედ მომღერლის სასცენო კოსტიუემების ანალოგებით პოზირებდა ნაომი ფოტოსესიაში.
როგორც კემპბელი აცხადებ, ამ გაზაფხულზე უკვე 42 წლის ხდება. ამის მიუხედავად იდეალურად რომ გამოუყრება, გენების "დამსახურებაა", თუმცა თავადაც დიდ ყურადღებას უთმობს გარეგნობაზე ზრუნვას.
როგორც ირკვევა, ნაომი არასდროს ზარმაცობს და სპორტდარბაზების აქტიური სტუმარია. წელიწადში სამჯერ კი ლამაზმანი "სასწაულმოქმედ" კოქტეილს სვამს, რომლის შემადგენლობაშიც ძალიან მარტივი ინგრედიენტები შედის: პილპილი, ნერკერჩხლის სიროპი, ლიმონის წვენი და წყალი.
ნაომი ამტკიცებს, რომ ორგანიზმის გასაწმენდად უკეთესი საშუალება ჯერ არ მოუგონიათ. ამას გარდა, მოდელის მენიუდან თითქმის ამოღებულია პური, კარტოფილი, მაკარონი, ბურღული და ყველაფერი, რაც კი შაქარს შეიცავს. ამას კემპბლეი იმიტომ აკეთებს, რომ კანს ელასტიურობა შეუნარჩუნოს.
იხილეთ ფოტოგალერეა