როცა ახლო ნათესავებში ისეთი ვარსკვლავები გყავს, როგორებიც კალათბურთელი კრის ჰამფრისი (მისი უმცროსი ძმაა) და კიმ კარდაშიანია, რა თქმა უნდა, ბევრად ადვილია მიაღწიო წარმატებას კარიერაში.
29 წლის კაელა ჰამფრისმა გადაწყვიტა, ვარსკვლავი გახდეს. ცნობილი გახდა, რომ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ტოპ-სამოდელო სააგენტო Ford-თან, რომელმაც სიამოვნებით აიყვანა შტატში შავგვრემანი ლამაზმანი სავსე ფორმებით.
კაელა ამერიკული სტანდარტებით 16-18 ზომას (ჩვენი 50-52) ატარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თავის წონით კატეგორიაში მონაწილეობს.
"არსებობს სამყარო, რომელსაც ვერ ვიტან და არ მივესალმები. ეს პლუს ზომების მოდელების სამყაროა. თუმცა როცა საუბარი კაელას ეხება, ვერ ვხვდები, რა საჭიროა აქ სიტყვა "პლუსის" გამოყენება. ის ნორმალურია. ის ძალიან ლამაზია."- ამბობს სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი პოლ ფიშერი.
კაელამ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში Remodeled, რომელიც ფიშერს მიჰყავს. ის ასევე გამოჩნდა შოუში "კიმი და კორტნი ნიუ-იორკს იპყრობენ". ეს მაშინ, როცა კაელის ძმა და კიმ კარდაშიანი ჯერ კიდევ ერთად იყვნენ.
კაელა ჰამფრისის დებიუტი სამოდელო ბიზნესში გასული წლის შემოდგომაზე შედგა. ნიუ იორკის მოდის კვირეულზე შოუში Richie Rich-ის პირველად გავიდა პროფესიონალურ პოდიუმზე. კაელა აღფრთოვანებულია თავისი ახალი საქმიანობით.
2011 წლის 20 აგვისტოს კიმისა და კრისის ქორწილში კაელა ხელისმომკიდე იყო. როგორც იცით, ეს ქორწინება მხოლოდ 72 დღეს გაგრძელდა. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ კრისი ყოფილი ცოლისგან საქორწინო საჩუქრების დაბრუნებას ითხოვს.
რეალითი შოუს ვარსკვლავმა სტუმრებისგან მიღებული ყველა საჩუქრის საქველმოქმედო ფონდ Dream Foundation-ისთვის შეწირვა გადაწყვიტა. კალათბურთელი თვლის, რომ, რა თქმა უნდა, ქველმოქმედება ძალიან კარგია, თუმცა არა სხვის ხარჯზე გაკეთებული. ასე რომ, კრისი კიმისგან ქორწილის სტუმრებისთვის საჩუქრების დაბრუნებას სასამართლოს ძალით მოითხოვს.
იხილეთ ფოტოგალერეა
მასალა მომზადებულია: Daily mail-ის მიხედვით