მოდელები

“მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

20 ოქტომბერს, 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება “მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი. საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურს “მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია "იმიჯ ცენტრის" ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში.

ფინალური კასტინგის შედეგად შერჩეული გოგონები გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად.

“მის საქართველო 2018”-ის გამარჯვებული და ტოპ-ხუთეულის წევრები გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა,  მიიღონ იშვიათი გამოცდილება, აიმაღლონ
ცნობადობა და პოპულარობა, გამოიყენონ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “მის საქართველო” კომპანია “იმიჯ ცენტრის" მიერ 2003 წლიდან ტარდება და კომპანია გახლავთ მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების: “Miss World”-ის, “Miss Universe"-ის, “Miss Intercontinental”-ის და “Miss Tourism International”-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.


პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამორინე "ამბასადორი", საიუველირო კომპანია "ზარაფხანა", "რუსთავი 2", "TV 4", "რადიო 4", "რადიო ფორტუნა", "ფორტუნა+", ინტერნე მხარდაჭერა INFO 9, ჟურნალი HELLO, მოდის სახლი “მარიონელა”,  "კიკალა სტუდიო", სარეკლამო კომპანიები "მაქსპრომი" და "კოლიბრი", სილამაზის სალონი "გოგასუსი", საცურაო აუზი "ნეპტუნი".         








FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93