თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდელია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქართული მოდის სახეა. თაკო გამოდიოდა ისეთი მაღალი კლასის მოდის სახლების ჩვენებებზე, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "დოლჩე&გაბანა", "ელი სააბი", "რალფ&რუსო", "დიორი"... თაკო "არმანის" 2016 წლის ზაფხული-გაზაფხულის კოლექციის სახე გახდა. ის ორჯერ იყო „Victoria’s secret-ის“ ქასთინგზე. სამწუხაროდ, წარუმატებლად, თუმცა მან დიდი ყურადღება მიიქცია და გულგრილი არავინ დატოვა. თაკოს აქვს საოცარი ვიზუალური მონაცემები და დახვეწილი გემოვნება.
ის ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ მოდელის ქუჩის სტილის ამსახველ ფოტოებს:
ნიუ-იორკის ცათამბჯენების ფონზე, თაკო ნაცვლიშვილი ტრენდული შავი მაისურითა და ღია ფერის კაბით პოზირებს.
coccinelle-ს ვარდისფერ ჩანთას მწვანე ელემენტით, იდეალურად ეხამება ავთანდილ ცქვიტინიძის ვარდისფერი შარვალი და მწვანე ჯემპრი. ფოტო მილანშია გადაღებული.
ჯინსსა და შავ მაისურშიც კი მარტივად გამოარჩევთ მას სხვებისგან. მოდელი ლონდონის ქუჩებში უმაკიაჟოდ პოზირებს.
ასე გამოიყურებოდა Victoria's secret-ის ქასთინგისკენ მიმავალი თაკო ნაცვლიშვილი.
შავი მოსასხამისა და ცილინდრის კომბინაციას იდეალურად ეხამება სქელი, ნაქსოვი კაშნე.
Jason valenta-ს მკაცრი, შავი სამოსითა და წითელი ტუჩსაცხით...
alexissmabbile-ს შოუს შემდეგ... ქურქი ცხოველის პრინტით - ეს კლასიკაა...
zuhairmurad-ის ჩვენებაზე საუცხოო შავი საღამოს კაბით...
Jason valenta-ს ჩვენებაზე, ზღაპრული წითელი საღამოს კაბით....
წითელი ფერი თაკოს უდავოდ ძალიან უხდება.