წელს “მის საქართველო 2018”-ის ტიტულის მფლობელი 25 წლის ნინი გოგიჩაიშვილი გახდა.
ის მოგვიანებით წარადგენს საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე, “მის მსოფლიო 2019”-ზე.
ახალი წლის პერიოდი მან გერმანიაში, კერძოდ კი, მიუნხენში გაატარა და პოზიტივით სავსე ფოტოებითაც მოგვამარაგა.
ნინი გოგიჩაიშვილი „ინსტაგრამზე“ პოსტებს მანამდეც ხშირად აქვეყნებდა და ახლაც საკმაოდ აქტიურია.
მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც კომპლიმენტებს არასდროს იშურებენ.
მოდელმა ბედობა ამ მშვენიერი ფოტოთი მეგობრებს სწორედ მიუნხენიდან მიულოცა.
იხილეთ ნინის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფოტოები.