უმშვენიერესი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამის“ გამომწერებს შესანიშნავ ფოტოებს და ვიდეოებს უზიარებს.
ცოტა ხნის წინ თაკომ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ის საცურაო კოსტიუმში და თხელ სარაფნებში გამოწყობილი პოზიორობს ზღვის ტალღების ფონზე და ქალური სინაზის დემონსტრირებას ახდენს.
ჰაეროვანი მოძრაობები და თაკოს დახვეწილი სხეული ვიდეოსთვის შერჩეულ გარემოსთან სრულ შესაბამისობაში მოდის.
თაკო „pain de sucre“-ს სახე გახდა და ვიდეოც მათი დაკვეთით გადაიღეს. „pain de sucre“ საცურაო კოსტიუმების და ქალის თეთრეულის მწარმოებელი პოპულარული ფრანგული ბრენდია.
თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ ის, რომ თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. ის ქართული მოდის სახეა და თავბრუდამხვევ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.