სად და როგორ იმკვიდრებენ 21-ე საუკუნეში ვარსკვლავები სამოდელო ბიზნესში თავს? რა თქმა უნდა, ინსტაგრამზე. ერთადერთი პოსტის წყალობით უბრალო სტუდენტი დიზაინერებისა და ბრენდების საყვარელი მოდელი გახდა.
აშშ-ში გოგონა 2000 წელს, დევნილის სტატუსით მოხვდა, მისი ოჯახი სუდანში გენოციდს გაექცა. ისინი ჯერ ეგვიპტეში მოხვდნენ, შემდეგ კი ნიუ-გემპშირში, სადაც 5 წელი საერთო საცხოვრებელში გაატარეს. ანოკის მშობლები დღეში 16 საათს მუშაობდნენ, რათა შვილებს მანჩესტერში სწავლა შესძლებოდათ.
ანოკ იაი
იაი არ თვალთმაქცობს. ის მართლაც ოცნებობდა პოდიუმების დაპყრობაზე, რადგან აღმერთებდა მოდას, ხელოვნებას. გეშინოდეთ საკუთარი ოცნებების! როგორც ჩანს, სამყარომ ახალგაზრდა ანოკის სურვილი შეისმინა - ის ვირუსული პოსტი Next Management -ის პრეზიდენტმა კაილ ჰაგლერმა შენიშნა და გოგონას მის სააგენტოსთან კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. გაგრძელება + ფოტო