მოდელები

თათია ახალაია წარმატებით გამოვიდა ბერლინის მოდის კვირეულზე

 თათია ახალაია წარმატებით გამოვიდა ბერლინის მოდის კვირეულზე
ქართველი ტოპ-მოდელი თათია ახალაია წარმატებით გამოვიდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ Mercedes Benz Berlin Fall/Winter 2019 მოდის კვირეულზე.


თათიამ ცნობილი ამერიკული ბრენდის, Maybelline New York -ის გრანდიოზულ შოუში მიიღო მონაწილეობა.

თათია ახალაია
აღსანიშნავია, რომ შოუში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში აღიარებული ტოპ-მოდელები: Adriana Lima, Herieth Paul, Bonnie Strange, Lena Gercke და სხვები. შოუ მუსიკალურად გააფორმა ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ნიკოლ შერზინგერმა (Nicole Scherzinger),




ბერლინის მოდის კვირეულის ფარგლებში, თათიამ აგრეთვე გაიარა Lena Hoschek-ის, Marc Cain-ის და Riani-ს შოუებზე.

“IC Model Management”-ის
ტოპ-მოდელ თათია ახალაიას გავლილი აქვს შემდეგ შოუებზე:

DOLCE & GABBANA, Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMÈS, MIU-MIU, Zuhair Murad, Laura Biagiotti, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders, Grey Jason Wu, Ulyana Sergeenko, Valentin Yudashkin, Alexis Mabille, Lucio Vanotti, Elisabetta Franchi, Viveta, Christian Pellizzari, Aigner, Tadashi Shoji, Sally Lapointe, Antonio Marras, Genny, Vivetta, Luisa Spagnoli, Maryling, Issey Miyake, Kristina Fidelskaya, Moon Young Hee, Shiatzy Chen,
Victoria & Tomas, Y Project, Stella Jean და სხვები.
ბეჭდვა
e87a93