14-წლიანი პაუზის შემდეგ ნაომი კემპბელი Valentino-ს ჩვენებაზე გამოჩნდა (ვიდეო) - Marao

14-წლიანი პაუზის შემდეგ ნაომი კემპბელი Valentino-ს ჩვენებაზე გამოჩნდა (ვიდეო)

2019-01-28 13:35:29+04:00

14-წლიანი პაუზის შემდეგ ნაომი კემპბელი დაუბრუნდა Valentino-ს მოდის სახლს.

ინგლისელი სუპერმოდელი „შავი პანტერა“ ნაომი კემპბელი Valentino-ს 2019 წლის გაზაფხულის კოლექციის პრეზენტაციაზე მოულოდნელად გამოჩნდა პოდიუმზე და ჩვენება დახურა შავი გამჭვირვალე კაბით, რომელიც გაწყობილი იყო შავი ყვავილებით.

 

<div class="captcha_main_class_1"> 
<div class="captcha_image_class_1">ნაომი კემპბელი "ვალენტინოს" ჩვენებაზე</div>
ნაომი კემპბელი</div>

მოცულობითი მკლავებითა და მრავალიარუსიანი ქვედაბოლოთი  შექმნილი კაბა დიზაინერ Pierpaolo Piccioli-ს ეკუთვნის.

ნაომი კემპბელი "ვალენტინოს" ჩვენებაზე

48 წლის მოდელის გრაციოზულ გამოჩენას ყველა აპლოდისმენტებითა და ოვაციებით შეეგება. აქვე შეგახსენებთ, რომ ნაომი  ბოლოს რამდენიმე დღის წინ Virgil Abloh’s Vuitton-ის მამაკაცის მოდის კვირეულის პრეზენტაციაზე წარდგა განსხვავებული იმიჯით.

ნაომი კემპბელი

ლიდია ამარიანი

წყარო: vogue.com